ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა ივლისის ბაშოს მე-12 დღეს მე-7 გამარჯვება მოიპოვა. ლევანს წოდებაში დაწინაურებისთვის, დარჩენილი სამი ორთაბრძოლიდან ერთის მოგებაც ეყოფა.
დღეს, დასავლეთის მე-11 მაეგაშირას წოდების მქონე ტოჩინოშინი დასავლეთის მე-12 მაეგაშირა შოჰოძანს დაუპირისპირდა. გორგაძემ მოწინააღმდეგეს დოჰიოსკენ დაქაჩა და ჰატაკიკომით მოიგო.